სილამაზის სალონი


სილამაზის სალონის მართვა ყოველდღიურად რთულდება, რისი მიზეზიც მომსახურების სფეროსადმი გაზრდილი სტანდარტები და მოთხოვნებია. შესაბამისად, კონკურენტუნარიანობისა და მომხმარებელთა ლოიალობის შესანარჩუნებლად, კომპანიები მუდმივად ვითარდებიან და ამ პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი სწორად შერჩეული სილამაზის სალონის პროგრამაა.

თანამედროვე ბიზნესისათვის ფიზიკური ჟურნალებით ობიექტის მართვა არაეფექტური ხდება და ხშირ შემთხვევაში შეცდომებამდე და მომხმარებლების უკმაყოფილებამდე მივყავართ. ამასთანავე, რთულია ბიზნესის მდგომარეობის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიღება, რაც შეუძლებელს ხდის პრობლემებზე მყისიერ რეაგირებასა და მათ აღმოფხვრას.

თუ კი თქვენი სალონის მთავარი მახასიათებლები მაღალი ხარისხი და კვალიფიციური მომსახურებაა, შიდა პროცესებიც სწრაფი, მარტივი და მოქნილი უნდა იყოს!

ამაში კი MioMedica- ს სილამაზის სალონის პროგრამა დაგეხმარებათ:

  • მომხმარებელთა ჩაწერის ელექტრონული ჟურნალი
  • ელექტრონული რიგების მართვის სისტემა
  • დაგეგმილი ვიზიტების კალენდარი, პროცესების სწორი დაგეგმარებისათვის
  • დაგეგმილი ვიზიტის SMS შემხსენებელი
  • მომხმარებელთა ბაზა და გაწეული მომსახურების ისტორია
  • სპეციალისტთა სამუშაო განრიგის შედგენა და აღრიცხვა
  • სპეციალისტთა დატვირთულობის ჟურნალი
  • ხელფასების დაგეგმვა და მართვა
  • სერვისების დაგეგმვა და მართვა
  • გაწეული მომსახურების და გადახდის კონტოლი
  • მომსახურების გაწევისას გახარჯული მასალებისა და არსებული ნაშთების კონტროლი
  • სარეალიზაციო პროდუქციის აღრიცხვა და კონტროლი
  • ყოველდღიური სტატისტიკური რეპორტები

ეს არასრული ჩამონათვალია იმ ბენეფიტების, რომელთა დახმარებითაც თქვენს ბიზნეს-პროცესებს სწრაფსა და ხარისხიანს გახდით - ეს კი პირდაპირ აისახება მომხმარებლების კმაყოფილებაზე. ამასთანავე, გაუმარტივებთ სამუშაო პროცესს თქვენს თანამშრომლებსაც, რომლებიც წარმატებული ბიზნესის მთავარი მამოძრავებელი ძალაა.



ესთეტიკური ცენტრი


ესთეტიკური ცენტრის მართვა სერვის პლუს მიდგომას მოითხოვს, რადგან მომხმარებელი მაღალკვალიფიციურ და სრულყოფილ მომსახურებაზეა ორიენტირებული. ობიექტის პროცესების დაგეგმვისას კი მთავარი ფაქტორს სწორად შერჩეული ესთეტიკური ცენტრის პროგრამა წარმოადგენს, რადგან მიუხედავად პროცედურებზე მიღებული იდეალური შედეგისა, არასწორად დაგეგმილი სერვისები და კომუნიკაცია ნეგატიურ გავლენას ახდენს მომხმარებლების ლოიალურობასა და კმაყოფილებაზე. ეს კი თავის მხრივ უშუალოდ აისახება ბიზნესის განვითარებასა და წარმატებაზე.

MioMedica- ს ესთეტიკური ცენტრის პროგრამის საშუალებით კონტაქტის პირველივე წამიდან მიანიჭეთ სასიამოვნო გამოცდილება და განსაკუთრებულობის შეგრძნება თქვენს მომხმარებელს:

  • მომხმარებელთა ჩაწერის ელექტრონული ჟურნალი
  • ელექტრონული რიგების მართვის სისტემა
  • დაგეგმილი ვიზიტების კალენდარი, პროცესების სწორი დაგეგმარებისათვის
  • დაგეგმილი ვიზიტის SMS შემხსენებელი
  • მომხმარებელთა ბაზა და გაწეული მომსახურების ისტორია
  • სპეციალისტთა სამუშაო განრიგის შედგენა და აღრიცხვა
  • სპეციალისტთა დატვირთულობის ჟურნალი
  • ხელფასების დაგეგმვა და მართვა
  • სერვისების დაგეგმვა და მართვა
  • გაწეული მომსახურების და გადახდის კონტოლი
  • მომსახურების გაწევისას გახარჯული მასალებისა და არსებული ნაშთების კონტროლი
  • სარეალიზაციო პროდუქციის აღრიცხვა და კონტროლი
  • ყოველდღიური სტატისტიკური რეპორტები

აუწყვეთ ფეხი სილამაზის ინდუსტრიის თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს, გახადეთ თქვენი ბიზნესი სწრაფი, მოქნილი და ეფექტური.



სტომატოლოგიური კლინიკა


სტომატოლოგია მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა, რომელიც არამხოლოდ ჯანმრთელობასთან, არამედ ესთეტიკურ სილამაზესთანაც ასოცირდება. შესაბამისად, პაციენტებისათვის ძალიან დიდი მნიშნველობა აქვს კონტაქტის პირველივე წუთიდან შექმნილ წარმოდგენას კომპანიასა და მომსახურების ხარისხზე. სტომატოლოგიური კლინიკის მართვა და პროცესების დაგეგმვა კი სწორად შერჩეული სტომატოლოგიური კლინიკის პროგრამის გარეშე შეუძლებელია, რადგან მოცემულ მაღალკონკურენტულ სეგმენტში სწრაფი, კვალიფიციური და მოქნილი სერვისი წარმატების მთავარი ფაქტორია.

MioMedica- ს სტომატოლოგიური კლინიკის პროგრამა სწორედ ამ პრინციპების გათვალისწინებითაა შექმნილი და ეფექტური მომსახურების გაწევის არაერთ საშუალებას გთავაზობთ:

  • მომხმარებელთა ჩაწერის ელექტრონული ჟურნალი
  • ელექტრონული რიგების მართვის სისტემა
  • დაგეგმილი ვიზიტების კალენდარი, პროცესების სწორი დაგეგმარებისათვის
  • დაგეგმილი ვიზიტის SMS შემხსენებელი
  • პაციენტთა ბაზა და მკურნალობის ისტორია
  • ექიმთა სამუშაო განრიგის შედგენა და აღრიცხვა
  • ექიმთა დატვირთულობის ჟურნალი
  • ხელფასების დაგეგმვა და მართვა
  • გეგმიური თუ გადაუდებელი შემთხვევების მართვა და აღრიცხვა
  • სერვისების დაგეგმვა და მართვა
  • გაწეული მომსახურების და გადახდის კონტოლი
  • მომსახურების გაწევისას გახარჯული მასალებისა და არსებული ნაშთების კონტროლი
  • სარეალიზაციო პროდუქციის აღრიცხვა და კონტროლი
  • სადაზღვევო კომპანიების პროფილების დამუშავება
  • ყოველდღიური სტატისტიკური რეპორტები

გარდა ზემოაღნიშნული ფუნქციონალისა, სტომატოლოგიური კლინიკის პროგრამა მოიცავს ყოველდღიურ პროცესებთან დაკავშირებული ოპერაციების მართვის სრულ პაკეტს, რაც თქვენს სამუშაო პროცესს ბევრად სწრაფსა და მოქნილს გახდის. სტატისტიკური რეპორტების საშუალებით კი სრულ ინფორმაციას მიიღებთ თქვენი ბიზნესის სხვადასხვა ასპექტის შესახებ.