სტომატოლოგია მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა, რომელიც არამხოლოდ ჯანმრთელობასთან, არამედ ესთეტიკურ სილამაზესთანაც ასოცირდება. შესაბამისად, პაციენტებისათვის ძალიან დიდი მნიშნველობა აქვს კონტაქტის პირველივე წუთიდან შექმნილ წარმოდგენას კომპანიასა და მომსახურების ხარისხზე. სტომატოლოგიური კლინიკის მართვა და პროცესების დაგეგმვა კი სწორად შერჩეული სტომატოლოგიური კლინიკის პროგრამის გარეშე შეუძლებელია, რადგან მოცემულ მაღალკონკურენტულ სეგმენტში სწრაფი, კვალიფიციური და მოქნილი სერვისი წარმატების მთავარი ფაქტორია.
MioMedica- ს სტომატოლოგიური კლინიკის პროგრამა სწორედ ამ პრინციპების გათვალისწინებითაა შექმნილი და ეფექტური მომსახურების გაწევის არაერთ საშუალებას გთავაზობთ:
გარდა ზემოაღნიშნული ფუნქციონალისა, სტომატოლოგიური კლინიკის პროგრამა მოიცავს ყოველდღიურ პროცესებთან დაკავშირებული ოპერაციების მართვის სრულ პაკეტს, რაც თქვენს სამუშაო პროცესს ბევრად სწრაფსა და მოქნილს გახდის. სტატისტიკური რეპორტების საშუალებით კი სრულ ინფორმაციას მიიღებთ თქვენი ბიზნესის სხვადასხვა ასპექტის შესახებ.