სახლის პირობებში მოსამზადებელი ნიღბები, რომელიც თქვენს კანს გლუვსა და ბრწყინვალეს გახდის

ყველა ქალი ოცნებობს გლუვსა და ხავერდოვან სახის კანზე. ულტრაიისფერი სხივები, კვების რაციონი, არაჯანსაღი ცხოვრების სტილი, ძილის დარღვეული რეჟიმი, მოწევა და კიდევ მრავალი სხვა ფაქტორი მყისიერ ზემოქმედებას ახდენს ჩვენზე და შედეგად ვიღებთ გამომშრალ და დაღლილ იერსახეს. მართალია ძნელია ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტორს თავი ავარიდოთ, თუმცა მათი შემსუბუქება ნამდვილად შესაძლებელია .

ამისთვის რამდენიმე მარტივ საშუალებას გასწავლით.

1. ლიმნისა და თაფლის ნიღაბი

ლიმონი და თაფლი ეს ის ინგრედიენტებია, რომელიც ყველა ოჯახში მოიძებნება. ლიმონი გვეხმარება სახიდან მკვდარი უჯრედების მოცილებაში, თაფლს კი ახასიათებს ანტიბაქტერიული ზემოქმედება და გამდიდრებულია ანტიოქსიდანტებით. მათი კომბინაცია გვაძლებს საოცრად გლუვ და ბზინვარე კანს. ნიღბის მოსამზადებლად უბრალოდ საჭიროა მათი თანაბარი ნაზავი მოამზადოთ, დაიტანოთ სახეზე და გაშრობის შემდეგ ჩამოიბანოთ ცივი წყლით.

2. ზეითუნის ზეთის ნიღაბი

ზეითუნის ზეთი კიდევ ერთი ჯადოსნური საშუალებაა კანის ჯანსაღი იერის შესანარჩუნებლად. მარტივად წაისვით ზეთი კანზე, გაიკეთეთ 5 წუთიანი მასაჟი თითის ბალიშებით სახის კანზე და დაიტოვეთ ზეთი სახეზე მთელი ღამის განმავლობაში. ზეითუნის ზეთი დაგეხმარებათ კანზე შეინარჩუნოთ ტენიანობა და თავიდან აიცილოთ ნაოჭების წარმოქმნა. იდეალურია მშრალი სახის კანისთვის.

3. ავოკადოს ნიღაბი

ავოკადოს ძალიან ბევრი დადებითი თვისება აქვს. ის კვებავს კანს, ანიჭებს მას ნაზ და გლუვ ელფერს. ის გვეხმარება ეფექტურად ვებრძოლოთ ასაკობრივ ნაოჭებს და შავ წერტილებს რომ ჩვენი კანი იყოს ნაზი და ხავერდოვანი.

ნიღბის მოსამზადებლად:
• 1 ცალი ავოკადო გახეხეთ
• აიღეთ 1 სუფრის კოვზი იოგურტი და შეურიეთ ავოკადოს მასას
• მიღებული მასა დაიტანეთ სახეზე და და გაიჩერეთ 10 წუთის განმავლობაში
• ჩამოიბანეთ ნელ-თბილი წყლით

4. ბანანის ნიღაბი

ბანანი გამდიდრებულია A, B, C და E, ვიტამინებით, იგი ერთ-ერთი საუკეთესო ამქერცლავი საშუალებაა, რომელიც კანიდან აშორებს მკვდარ უჯრედებს. ნიღბის მომზადების წესი:
• აიღეთ 1 ბანანი და 2 სუფრის კოვზი რძე
• გათქვიფეთ ბანანი ისე რომ ფაფისებური მასა მიიღოთ
• დაიტანეთ სახეზე და გაიჩერეთ 15 წუთის მანძილზე
• ჩამოიბანეთ წყლით, შეგიძლია ცოტა ხანში ყინული გადაიტაროთ სახეზე უკეთესი შედეგისთვის

როგორც ხედავთ საკმაოდ მარტივი ნიღბები შემოგთავაზეთ, რომლის მომზადებაც ნებისმიერ დროს სახლის პირობებშია შესაძლებელი. ასე რომ, სულ 15 წუთი დაგჭირდებათ იმისთვის, რომ ზაფხულის სიცხეშიც კი თქვენი კანი დატენიანებული იყოს და თვალისმომჭრელად გამოიყურებოდეს.