ჩვენს წინა ბლოგში ვისაუბრეთ თუ რა სახის ზემოქმედება შეიძლება იქონიოს ზაფხულის მზემ და სიცხემ სახის კანზე. დღეს კი, შემოგთავაზებთ ამ პრობლემების მოგვარების გზებს ბუნებრივი საშუალებებით სახლის პირობებში.
1. უცხო არ იქნება თუ ვიტყვით რამდენად მნიშვნელოვანია სახის დატენიანება. ამ შემთხვევაში არ იგულისხმება მხოლოდ ხელოვნურად კოსმეტიკური საშუალებებით დატენიანება, არამედ იმ საკვები პროდუქტების მიღება, რომელიც ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავს სითხეს. გთავაზობთ 10 ასეთ პროდუქტს:
ნიახური, რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ იგი 95% წყალს შეიცავს.
ჩამონათვალშია ასევე:
გოგრა - 92% წყალი
პომიდორი - 94%
სალათის ფურცელი - 95%
მსხალი - 89%
მოცვი - 95%
გრეიფრუტი - 90% წყალი
ანანასი - 95% წყალი
საზამთრო - 96%
კიტრი - 96%
2. ზაფხულის პერიოდში გირჩევთ სახე ნაკლებად დატვირთოთ მაკიაჟით, რადგან ამ დროს კანს განსაკუთრებით სჭირდება სუნთქვა. არ დაგავიწყდეთ ტუჩების დატენიანებაც, რადგან ღიმილი პირველია, რასაც თქვენში სხვა ადამიანი პირველად ამჩნევს.
3. ჭამე ჯანსაღად რომ გამოიყურებოდე ჯანმრთელად. ეს მხოლოდ გამოთქმა არ არის, ის რასაც დღეების განმავლობაში მიირთმევთ, აუცილებად აისახება თქვენს კანზე, რაც უფრო მეტ წყლით სავსე პროდუქტს მიიღებთ, თქვენი კანი მით უფრო უფრო ჯანსაღი და დატენიანებული იქნება.
4. ცვალეთ სახის დაბანის საშუალებები. ბევრი მიიჩნევს, რომ ცვლილება კანისთვის სულაც არ არის კარგი, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ სხვადასხვა ამინდში ჩვენი კანის მოთხოვნებიც იცვლება და მას განსხვავებული მოვლა სჭირდება. გამოიყენეთ ისეთი საშუალებები, რომელიც მდიდარია ეთერზეთებით და აქვს გამაგრილებელი თვისებები.
5. და ბოლოს, არ დაგავიწყდეთ გამოიყენოთ ამქერცლავი საშუალებები, რადგან ის კანიდან მოგაშორებთ მკვდარ უჯრედებს და მას სუნთქვის საშუალებას მისცემს, თუმცა გადაჭარბება არც აქ არის საჭირო. დაიცავით ზომიერება, უკეთესია თუ მსუბუქ ამქერცლავ საშუალებებს მიმართავთ, იგივე მცენარეულ მასალას და სახლის პირობებში მომზადებულ ნიღბებს.