ზაფხული ეს ის პერიოდია, როდესაც ყველაზე მეტ დროს ვატარებთ გარეთ სიცხეში, მზეში, ვირუჯებით, ძალისხმევას არ ვიშურებთ იდეალური ნამზეურის მისაღებად, ამისთვის კი, უამრავ სხვადასხვა საშუალებას ვიყენებთ, შედეგად ბუნებრივია კანი შრება და საბოლოოდ ამ ყველაფერმა შესაძლოა ჩვენზე უარყოფითად იმოქმედოს. არ დაგვავიწყდეს, კანს ისევე ჭირდება სუნთქვა, როგორც ჩვენ.
სხვადასხვა ტიპის კანი კი, მოგეხსენებათ სხვადასხვა სახის მოვლას მოითხოვს. ეს ყველაფერი სახლის პირობებშიც მარტივადაა შესაძლებელი. ბლოგის დღევანდელ ნაწილში ჯერ მხოლოდ იმ საკითხებზე გავამახვილებთ ყურადღებას, რაც ზაფხულში იჩენს თავს, შემდეგ ნაწილში კი, უკვე მარტივად, საკუთარი ძალისხმევით მისი მოვლის საშუალებებს შემოგთავაზებთ.
მაშ ასე, ბევრისთვის უცხო არ იქნება ქვევით ჩამოთვლილი ზაფხულის თანმდევი პრობლემები:
1. არათანაბარი სახის ფერი:
არათანაბარი სახის კანის ფერი ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემაა. ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება და სიცხე, ორგანიზმში მელანინის გამომყოფი უჯრედების გააქტიურება, ეს ყველაფერი იწვევს ჰიპერპიგმენტაციას, შედეგად ჩვენი კანი არათანაბარ ფერს იღებს.
2. აკნე
აკნე ზოგადადაც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, რომელიც ზაფხულში განსაკუთრებით იჩენს თავს
3. გაღიზიანებული კანი
მზე, ცხელი ქარი მუდმივად მოქმედებს ჩვენს კანზე, რაც მის გაღიზიანებას იწვევს, ეს კი გამოხატულია შეწითლებულ ღაწვებსა და არათანაბარ ფერში.
4. გამონაყარი
ზაფხულში კანზე გამონაყარი კიდევ ერთი პრობლემაა, რომლის წინაშეც ბევრი ადამიანი დგება. ეს გამოწვეულია მზის მავნე სხივების ზემოქმედებით, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს კანის ნაზ სტრუქტურაზე, აშრობს მას და იწვევს ქავილს. შედეგად ჩნდება გამონაყარი.
5. ცხიმიანი და წებოვანი კანი
განსაკუთრებით ცხიმიანი კანი ეს ის არის, რასაც რთულია ზაფხულში გაექცე. ამ დროს არ არის რეკომენდირებული უხეში გამწმენდებისა და ტონერების გამოყენება, ეს კიდევ უფრო აზიანებს ჩვენს სახის კანს.
თუ ზემოთ ჩამოთვლილი თქვენც გახასიათებთ, გახსოვდეთ რომ მარტო არ ხართ, მათი მოგვარება არც ისე რთულია, გზებსა და მეთოდებს კი, ჩვენი ბლოკის შემდეგ ნაწილში შემოგთავაზებთ.