როგორ შევარჩიოთ სტომატოლოგიური კლინიკა

დაგვეთანხმებით სტომატოლოგიური კლინიკის სწორად შერჩევა განსაკუთრებით რთულია და საკმაო ძალისხმევას მოითხოვს. ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რაც ჩვენს საბოლოო გადაწყვეტილებაზე ახდენს გავლენას. რაზეც უპირობოდ ვთანხმდებით, კლინიკის მხრიდან ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვის აუცილებლობაა. ამას გარდა, რამდენიმე საკითხია, რაც შერჩევის პროცესში უნდა გაითვალისწინოთ.

1. გამოცდილება მნიშვნელოვანია

ბოლო დროს ხშირად გვხვდება ახალი, მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სტომატოლოგიური კლინიკები, თუმცა მაშინ, როდესაც არ ვიცით მათი ისტორია, ვერ ვნახულობთ მომხმარებლების ე.წ “review”-ს, რთულია ნდობა. სწორედ ამიტომ, ხშირად მომხმარებლების შეფასება გადამწყვეტ როლს ასრულებს არჩევანის გასაკეთებლად.

2. მხოლოდ მაღალი ტექნოლოგიები არ განსაზღვრავს პროფესიონალიზმის დონეს

მნიშვნელოვანია, რომ ორივე ნაწილში მაღალი შეფასება ქონდეს კლინიკას, არც მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი გამოუცდელი კადრებით დაკომპლექტებული კლინიკაა სწორი არჩევანი და არც პირიქით, ამიტომ მხოლოდ ინტერიერით და თანამედროვე აპარატურით ნუ მოიხიბლებით. გადაწყვეტილების მიღებამდე გაეცანით მათ სპეციალისტებს, მომსახურებებს, არჩევანი გააკეთეთ იმის მიხედვით, თუ რა გჭირდებათ თქვენ, რადგან ზოგიერთი სტომატოლოგიური კლინიკა უფრო ესთეტიკის მიმართულებით არის სპეციალიზებული.

3. როდესაც მომხმარებელზე ზრუნვა პრიორიტეტულია

თანამედროვე სამყაროში, როდესაც დრო ასე დეფიციტურია და ყველაფერი გადადის ციფრულ სამყაროში, მნიშვნელოვანია, როდესაც ხვდები კლინიკას, რომელიც ფეხს უწყობს ტენდენციებს, მზად არის სიახლეებისთვის, მომხმარებლების 80% ირჩევს მომსახურებას, რომლის მართვაც თავად შეუძლია, დღესდღეობით ძალიან არაკომფორტულია, როდესაც ჯავშნის გასაკეთებლად გჭირდება ტელეფონით დარეკვა, მომხმარებლების აბსოლუტური უმრავლესობა, ნებისმიერ სფეროში, უპირატესობას ონლაინ ჯავშნებს ანიჭებს. ეს მათ საშუალებას აძლევს დაზოგონ დრო, რესურსი და ამავდროულად განახორციელონ ჯავშნები სწრაფად და მარტივად, თუნდაც სამუშაო საათებში, ამიტომ მნიშვნელოვანია კლინიკები ითვალისწინებდნენ ბაზრის მოთხოვნებს და მომხმარებლებს სთავაზობდნენ მათთვის კომფორტულ პირობებს. მსგავდი დამოკიდებულება მომხმარებლებში იწვევს ლოიალობის განცდას და დადებითად განაწყობს ახალ მომხმარებლებს.